26 აპრილი 2024,   09:32
ვრცლად
თბილისის საკრებულო უკრაინაში მედიკამენტებს აგზავნის

თბილისის საკრებულო უკრაინაში გადაუდებელი საჭიროების მედიკამენტებს აგზავნის. ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივითა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლების, ასევე, კერძო კომპანიების შემოწირული თანხით 19 სახეობის პირველადი საჭიროების მედიკამენტის შეძენა მოხდა.

წამლები უკრაინის წითელი ჯვრის მიერ მოთხოვნილი სიის მიხედვით შეირჩა. პრეპარატები უკრაინაში უკვე გაგზავნილია.

დღის ამბები