დაჭრა თბილისის ცენტრში. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევა ავტობუსში, გვიან ღამით ჭავჭავაძის გამზირზე სხვა მგზავრების თვალწინ მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, კონფლიქტი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რასაც შემდგომ იარაღის გასროლაც მოჰყვა და ერთმა მგზავრმა მეორე დაჭრა.
მომხდარზე უკვე დაკავებულია 65 წლის მამაკაცი. დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი, მას ქირურგიული ჩარევაც დაჭირდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება 2 მუხლით. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება.