ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდებიან. მმართველი გუნდის ოპონენტები აღნიშნავენ, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა - ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იქნება. ასევე, საუბარი შეეხება უკრაინაში არსებულ ვითარებასაც.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კონგრესმენებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზეც ისაუბრებენ.