16 ნოემბერი 2024,   02:04
ვრცლად
"ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციამ" რუსეთს მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი შეუჩერა

"ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციამ" კენჭისყრის შედეგად, რუსეთს ორგანიზაციაში მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი შეუჩერა. გადაწყვეტილებას მხარი 25-მა დელეგატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. პასუხის დაფიქსირებისგან 8 დელეგატმა თავი შეიკავა, ხოლო ნიკარაგუა კენჭისყრას არ დასწრებია.

"ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია" 1948 წელს დაარსდა და ამერიკის კონტინენტის 35 დამოუკიდებელ ქვეყანას აერთიანებს. ის მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება და განვითარება. ორგანიზაციამ მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი 72 ქვეყანას მიანიჭა.

ავტორი: დაჩი წურწუმია

 

დღის ამბები