19 მაისი 2024,   17:41
ვრცლად
აშშ უკრაინას Phoenix Ghost-ის ტიპის 121 დრონს მიაწვდის, რაც მათ დონბასში ბრძოლაში დაეხმარებათ

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას Phoenix Ghost-ის ტიპის 121 დრონს მიაწვდის, რაც მათ დონბასში ბრძოლაში დაეხმარებათ, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ დრონების შექმნა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაიწყო.

უკრაინის თემაზე პენტაგონის პრეს სპიკერის ინფორმაციით შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი სხვა ქვეყნის კოლეგებს შეხვდება. მოლაპარაკებები გერმანიაში 26 აპრილს რამშტაინის საჰაერო ბაზაზე შედგება. შეხვედრაზე მხარეები უკრაინის თავდაცვის უახლეს საჭიროებებზე, ასევე უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იმსჯელებენ.

 

დღის ამბები