26 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
მუქარა პარლამენტიდან გასვლაზე არარელევანტურია, ენმ ცდილობენ ყველაფერი ვაბანკს დაემსგავსოს - ან ყველაფერი, ან არაფერი - მიხეილ სარჯველაძე

"ნაციონალურ მოძრაობის"  ერთ-ერთი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პარლამენტის დატოვების თაობაზე, მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. მიხეილ სარჯველაძე. აცხადებს, რომ ასეთი განცხადებები თავად "ნაცმოძრაობის" რეპუტაციას ვნებს:

"პარლამენტიდან გასვლაზე დამუქრება, არ მგონია რელევანტური იყოს. ალბათ, საბოლოო ჯამში, თვითონვე კრიტიკულად უნდა შეხედონ ასეთი ტიპის დესტრუქციული გეგმების შეთავაზებას საზოგადოებისთვის, რა ეფექტი აქვს მათსავე რეპუტაიციაზე.  ეს ვნებს ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, რაც რეალურად იწვევს პოლარიზაციის მაღალი ხარისხის არსებობას. ისინი ცდილობენ ვაბანკს დაემსგავსოს ყველაფერი - ან ყველაფერი, ან არაფერი,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ირაკლი ქადაგიშვილი კი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ქმედება თავიდან ბოლომდე პროვოკაციაზეა დამყარებული.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო რამდენიმე წელია, "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია აცდენილია საქართველოს კონსტიტუციასა და დემოკრატიას. მათი ქმედება, თავიდან ბოლომდე პროვოკაციაზეა დამყარებული. ამ პარტიას, არც ინელექტუალური, არც პოლიტიკური და არც მორალური რესურსი არ დარჩათ, რომ დემოკრატიული ოპოზიცია იყვნენ,"- აღნიშნავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

 

დღის ამბები