16 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
ამერიკული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში - კონგრესმენები და სენატორები თბილისში ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ

კონგრესმენები და სენატორები თბილისში ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ. ვიზიტი დაიგეგმა იმ ფონზე, როდესაც ევროპული უსაფრთხოება რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშაა. მიზანი ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობაზე მსჯელობაა. შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ ევროინტეგრაციისთვის საქართველოში რეფორმების გაგრძელებაა საჭირო.

დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე შეხვედრის მონაწილე ყველა ოპოზიციონერმა ისაუბრა. სასამართლო და საარჩევნო სისტემები, რეგიონული უსაფრთხოება, ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება, ევროინტეგრაციის დაჩქარება - ამერიკელ მაღალჩინოსნებთან ყველას კონკრეტული გზავნილი ჰქონდა. მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასაც", რომელმაც პარტნიორებთან მიხეილ სააკაშვილის საკითხი დააყენა.

ამერიკელი კანონმდებლების ვიზიტი დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოშიც შეაფასეს. უმრავლესობის დეპუტატები იზიარებენ კონგრესმენებისა და სენატორების გზავნილს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები უნდა გაგრძელდეს. 

შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილა ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა დელეგაციის წევრებს დაუდასტურა თანამშრომლობის მზადყოფნა როგორც თავდაცვის, ისე სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და მის გავლენას რეგიონში არსებულ გარემოზე. შეერთებული შტატები ადასტურებს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას, რაც დღევანდელ შეხვედრაზეც კიდევ ერთხელ აღინიშნა.

დღის ამბები