26 აპრილი 2024,   23:18
ვრცლად
ომის შეჩერება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ის დაიწყო, ნებისმიერი გონიერი ადამიანი აირჩევს დიპლომატიურ გზას - ზელენსკის პრესკონფერენცია კიევის ერთ-ერთ მეტროსადგურში 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ მეტროსადგურში პრესკონფერენცია გამართა. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით, ზელენსკი ფიქრობს, რომ "ომის შეჩერება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ის დაიწყო".

ზელენსკის განცხადებით, ნებისმიერი გონიერი ადამიანი სამხედრო გზასა და დიპლომატიურ გზას შორის, დიპლომატიას აირჩევდა.

"ნებისმიერი გონიერი ადამიანი აირჩევს დიპლომატიურ გზას, რადგან მან იცის, რომ სირთულის მიუხედავად, ამას შეუძლია ათობით ათასი მსხვერპლის არიდება, ასეთ მეზობელთან კი, ასობით ათასის და შესაძლოა, მილიონისაც. არც ერთ ლიდერს არ აქვს უფლება, უარი თქვას დიპლომატიურ გზაზე," - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა სწრაფად დააბრუნებს ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას, როგორც კი საკმარისი იარაღი ექნება.

უკრაინის პირველი პირი ასევე ამბობს, რომ უკრაინა გახდება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა, სხვა გზა არა აქვს.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას არ ეშინია საკუთარი უსაფრთხოების, თუმცა მისი ოჯახი შეშფოთებულია.

დღის ამბები