20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
პროკურატურამ მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, 24 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის დ.გ.-ს მართვის ქვეშ მყოფი "მიცუბიშის" მარკის ავტომანქანის და ვ.ჯ. -ს მართვის ქვეშ მყოფი "მერსედესის" მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად მერსედესის მარკის ავტომანქანაში მყოფი მგზავრი გარდაიცვალა. ასევე, ორივე ავტომანქანის მძღოლმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

დღის ამბები