16 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას სამშობლოს დაცვის ბრძოლაში - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკა გააგრძელებს უკრაინელების მხარდაჭერას სამშობლოს დასაცავად.

"ორი თვის შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა წამოიწყო, კიევი კვლავ დგას. პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა რჩებიან ხელისუფლებაში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას სამშობლოს დაცვის ბრძოლაში," – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

ამერიკის პრეზიდენტის ამ განცხადებას ამავე ფორმით გამოეხმაურა უკრაინის პირველი პირი ვოლოდიმირ ზელენსკი.

"მადლობელი ვარ ჯო ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის - დღეს უკრაინა და შეერთებული შტატები
ერთიანი და ძლიერია ისე როგორც არასდროს" - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები