16 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
აშშ საფრანგეთისგან უკრაინის დახმარების საკითხში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ელის -  ბაიდენმა და ზელენსკიმ​ მაკრონს გამარჯვება მიულოცეს 

მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვებს იღებს ემანუელ მაკრონი. საფრანგეთის პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევა მიულოცა ამერიკელმა კოლეგამ.

ჯო ბაიდენი Twitter-ზე წერს, რომ საფრანგეთი ამერიკის შეერთებული შტატების უძველესი პარტნიორია და ამერიკა საფრანგეთისგან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ელის უკრაინის დახმარების, დემოკრატიის დაცვასა და კლიმატის ცვლილების საკითხებში.

ემანუელ მაკრონს მეორე ვადით არჩევა მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმაც.

"ვუსურვებ ახალ წარმატებებს ხალხის სასიკეთოდ. ვაფასებ მის მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მივდივართ წინ ახალი საერთო გამარჯვებებისკენ, ძლიერი და ერთიანი ევროპისკენ!" - წერს ვოლოდომირ ზელენსკი.

დღის ამბები