16 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
უკრაინის ელჩის გაწვევა შეცდომა იყო, რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები - ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა შეცდომა იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყნის განვითარებისა და მშვიდობისათვის საჭიროა აქამდე არსებული წყენის დავიწყება. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად ცდილობს დაანახოს უკრაინას და უკრაინელ საზოგადოებას რომ საქართველო მათ გვერდით დგას, ხოლო ის ურთიერთობა, რაც ქართველებს და უკრაინელებს საუკუნეების განმავლობაში აქვს, აუცილებლად უნდა დააფასოს ორივე მხარემ.

მინისტრის თქმით, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარებით საქართველო პირველ ადგილზეა.

"არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორი განწყობაა საქართველოს საზოგადოებაში უკრაინელების მიმართ, ამას არ მალავენ უკრაინელები. სავარაუდოდ, ჩემი აზრით, არ არის ალტერნატიული ქვეყანა, სადაც ისე ექცეოდნენ უკრაინელ მოქალაქეებს, როგორც ჩვენთან. ელჩის გაწვევა, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდებიან ჩვენი ქვეყნები და დადგება მშვიდობა. ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა. ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქციები. იმ სანქციებთან შეერთება კი, რაც არანაირ ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, არ არის გონივრული,"- განაცხადა ბურჭულაძემ.

დღის ამბები