07 მაისი 2024,   20:00
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი​ - არსებობს პროვოკაციები რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ უცხოური მედიის გამოყენებით, ეს უნდა აღიკვეთოს

რუსეთის ეკონომიკას აქვს შესაძლებლობა იმუშაოს სტაბილურად ჩავარდნის გარეშე - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გენერალური პროკურატურის გაფართოებულ კოლეგიის სხდომაზე განაცხადა. 

"რუსეთი უპრეცედენტო სანქციების ზეწოლის ქვეშაა, რუსეთის ეკონომიკას აქვს შესაძლებლობა იმუშაოს სტაბილურად და არსებული პირობებით, ჩავარდნის გარეშე.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ FSB-მ შეაჩერა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელიც გეგმავდა თავდასხმებს ცნობილ რუს ჟურნალისტებზე. დასავლეთში უკვე წინა პლანზე დგება რუსული საზოგადოების გახლეჩვის, ქვეყნის შიგნიდან განადგურების ამოცანა, მაგრამ არც ეს მუშაობს.

არსებობს პროვოკაციები რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ უცხოური მედიის გამოყენებით, ეს კი უნდა აღიკვეთოს,"- აცხადებს ვლადიმერ პურინი. 

 

დღის ამბები