16 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
არახამიამ ქართველი იანუკოვიჩი, კრიმინალი სააკაშვილი, საკუთარ ხელისუფლებაში მოიკითხოს - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ არახამიას მოუწოდა ქართველი იანუკოვიჩი საკუთარ ხელისუფლებაში მოიკითხოს. ეს განცხადება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

"არახამიას პირით გააჟღერეს, რომელმაც გამოიყენა ტერმინი „ქართველი იანუკოვიჩი“. მინდა, მას ვუთხრა, რომ ქართველი იანუკოვიჩი უნდა მოიკითხოს საკუთარ ხელისუფლებაში, რომელიც არის დღემდე ოფიციალური რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე.

საქართველოდან კრიმინალისთვის გაგდებული და შემდეგ ციხეში ჩასმული კრიმინალი სააკაშვილი არის მათი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. შესაბამისად, ქართველი იანუკოვიჩი მოიკითხონ თავისთან, უკრაინის ხელისუფლებაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები