27 ივლისი 2024,   04:00
ვრცლად
"ქართული ოცნების" წინააღმდეგ დაწყებული "ომის პარტიის" ყოველი კამპანია მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, "ომის პარტიამ" "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო და მისივე თქმით, რაც მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამის შესახებ სოზარ სუბარმა სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა:

"რამდენიმე დღეა, ახალი კამპანია დაიწყო "ქართული ოცნების" წინააღმდეგ "ომის პარტიამ" და როგორც ყოველთვის, ეს კამპანია მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ამით არის ხოლმე ყოველთვის გამორჩეული. 

ამის ნათელი მაგალითი იყო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო დელეგაციაში მონაწილეობაზე უარის თქმა და ცალკე სეპარატისტული გაპარვა, შემდეგ ამას დაემატა რუსეთისგან მიღებული ვითომ ფარული ჩანაწერები და მათი აბსურდული ინტერპრეტირება, არახამიას მორიგი ანტიქართული გამოხტომა და საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნა, სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის თემით მორიგი მანიპულირება და ყველა ამ თემაზე მედიასა და სოცქსელებში კარგად ორგანიზებული კამპანია,"- აცხადებს სოზარ სუბარი. 

დღის ამბები