27 ივლისი 2024,   04:18
ვრცლად
მეტი რა გააკეთოს ამ ქვეყანამ, აგვიხსენით მართლა გინდათ მეორე ფრონტი გახსნას? - ირაკლი ზარქუა ოპოზიციას

უკრაინაში მიმდინარე პროცესები, ოფიციალური კიევის წარმომადგენელთა განცხადებები და გავრცელებული აუდიო-ჩანაწერი - პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. ოპოზიცია ჩანაწერზე, რომელშიც მათი მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს, გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

"იციან თუ არა უმრავლესობის წევრებმა, ვის ესაუბრებოდა რუსი ოლიგარქი თბილი მოფერებითი სიტყვებით და ვინ მიმართავდა მას? დღეს რომ არავის გინდათ თავი შეიწუხოთ და გინდათ თავი აარიდოთ ყველაფერს," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. 

ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგა.  

"რადიკალური ოპოზიციისგან ბევრი საკითხი დაისვა, მათ შორის ბატონი ხაბეიშვილისგან, მაგრამ როგორც სჩვევია მას, მერე გაიქცა დარბაზიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეთხოვა დარჩენილიყო. ეს ჩვეული სტილია, საკრებულოშიც ამით გამოირჩეოდა, დააბრეხვებდა და გარბოდა. 

უბრალოდ, დანარჩენ ოპოზიციას მინდა მოგმართოთ, რადიკალურ ოპოზიციას, ვინც კიდევ ვერ გაგირკვევიათ და საქართველოს რომ ამუნათებთ უკრაინასთან მიმართებაში. მეტი რა გააკეთოს ამ ქვეყანამ ამიხსენით? ქართული ხომ გესმით, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველომ მხარი დაუჭრია რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის გაეროდან გარიცხვაზე, ევროსაბჭოში წარმომადგენლობის შეზღუდვას, ჰააგაში ჩვენ ვართ ერთ-ერთი თანამონაწილე იმ ბრალდების. მეტი რა გააკეთოს ამ ქვეყანამ, აგვიხსენით, მართლა გინდათ მეორე ფრონტი გახსნას?" - ამბობს ირაკლი ზარქუა. 

დღის ამბები