27 ივლისი 2024,   03:57
ვრცლად
ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ გიორგი ბარამიძის საუბარია

ინტერნეტში რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის საუბარია ასახული.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, სავარაუდოდ, გია ბარამიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ანდრეი კასიანოვის მისამართით შეურაცხმყოფელ გამოთქმას იყენებს. 

"ადმინისტრაციის ხალხს და არახამიას ვერ ვუკავშირდები თორე, ჩერეზ-ჩერეზ საგარეოს ხალხთან მაქვს ურთიერთობა, ახლა მივწერე და გაგიჟდნენ მაგ კასიანოვს მაგ ელჩის მოადგილეს დედას მო******ენ" - ისმის აუდიოჩანაწერში.

დღის ამბები