02 მაისი 2024,   10:22
ვრცლად
ეზოში გათხრილი საფლავები, მიწასთან გასწორებული სახლები და დაკარგული მოქალაქეები - რა დახვდა "კურიერის" კამერას ჰოსტომელში

ეზოში გათხრილი საფლავები, მიწასთან გასწორებული სახლები და 400 უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქე - ეს რუსების ნაცნობია კვალია, რომელიც ოკუპანტებმა კიევთან მდებარე კიდევ ერთ ქალაქში, ჰოსტომელში დატოვეს. 35 დღის განმავლობაში საოკუპაციო ძალამ გაძარცვა თითქმის ყველა სახლი, რომელიც მათ მიერ ნასროლ ბომბებს გადაურჩა, რუსი ჯარისკაცები დაუნდობლად ესროდნენ იმ კორპუსებსაც, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობის აღმნიშვნელი წარწერა ჰქონდა.

დაფიქსირდა გაუპატიურებების ფაქტებიც. ადამიანებს, რომლებიც 35 დღიანი შეტაკებების დროს სარდაფებში ცხოვრობდნენ, რუსული საშინელების გახსენება უჭირთ, განსაკუთრებით იმის, თუ როგორ ცდილობდნენ მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენას.

გაანადგურეს ქალაქთან მდებარე აეროპორტიც და იქ მდგარი მსოფლიოს უდიდესი ტვირთმზიდი თვითმფრინავი "მრია". 25 მარტს, ქალაქს, რომელმაც უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად რუსეთს კიევზე მარშის საშუალება არ მისცა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გმირის წოდება მიანიჭა.

დღის ამბები