18 ოქტომბერი 2024,   06:03
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს სამინისტროს დახმარება დასჭირდება, ისინი მზად არიან ჩაერთონ პროცესში

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამინისტროს დახმარება დასჭირდება, ისინი მზად არიან ჩაერთონ პროცესში.

მისივე თქმით, ამისთვის აუცილებელია, პენიტენციურმა სამსახურმა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი თხოვნით.

"ინფორმირებული ვარ, რაც გიპასუხეთ, - პენიტენციურმა სამსახურმა ძალიან დეტალურად გააკეთა ამაზე განმარტება. თუ იქნება ჩვენი ჩართვის საჭიროება სამედიცინო კუთხით, ისინი მოგვმართავენ და ჩვენ მზად ვართ,"-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ავტორი: სანდრო სანაია.

დღის ამბები