საქართველოს მთავრობის გაურკვეველი პოზიციები უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, შესაძლოა, კავშირში იყოს იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში მოქმედი ბიზნეს ინტერესები აქვთ - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია რუსეთში, რამაც გარკვეული საფრთხე შეიძლება შეუქმნას ქვეყნის საგარეო კურსს და დემოკრატიულ ინსტიტუციებზე, ივანიშვილის ამგვარი გავლენა, სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება.