05 ოქტომბერი 2024,   22:00
ვრცლად
"დირსში" მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები - ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თბილისში, დირსის საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს, 3 ადამიანი დაიჭრა, ერთი ოჯახის წევრები - მამა და 2 შვილი. კიდევ ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის ანი დალაქიშვილის განცხადებით, მათთან 3 პაციენტი შეიყვანეს, ჭრილობა სამივეს ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული, მათგან 1 გარდაიცვალა, ხოლო 2-ს ამ ეტაპზე ოპერაცია უტარდება. 

"კურიერმა" შემთხვევის ადგილიდან ექსკლუზიური კადრები მოიპოვა, რომლებიც შემთხვევის
ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული. 

"კურიერის" ინფორმაციით ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ. ცივი იარაღით დაჭრის ფაქტს კი წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. ადგილზე ამ წუთებშიც მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

დღის ამბები