27 აპრილი 2024,   20:50
ვრცლად
ყურადღებით უნდა ვიყოთ საქართველოსა და მოლდოვას მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან - ბლინკენი

"ვიზიარებ შეშფოთებას საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატორის, კრის კუნსის შეკითხვას, რომელიც საქართველოსთან და მოლდოვასთან მიმართებით რუსეთისგან მომდინარე აგრესიასა და საფრთხეს შეეხებოდა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით, მის შეშფოთებას იზიარებს. ბლინკენის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებით ყურადღებით უნდა იყვნენ, ვინაიდან ისინი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

"საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მე ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას ამ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომ ისინი მოწყვლად მდგომარეობაში არიან. ჩვენ მათთან ძალიან ახლო თანამშრომლობაში ვართ. ჩვენ ვაკვირდებით იმ ქვეყნებს, რომლებიც რისკის ქვეშ არიან.

ჩვენი მდივანი მოსახლეობის, ლტოლვილებისა და მიგრაციის საკითხებში ასევე იმყოფებოდა იქ. ჩვენ გერმანიის კონფერენციის ეგიდით მოლდოვის მხარდასაჭერად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარება გამოვყავით. ინიციატივა, რომელიც თქვენს წინაშეა წარდგენილი, ითვალისწინებს პროგრამების დაფინანსებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილიზაციის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის. ვცდილობთ გავაერთიანოთ მათი ენერგეტიკული სისტემები ევროპასთან.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს მოლდოვის, ისევე როგორც უკრაინის ევროპის უსაფრთხოების ქსელთან დაკავშირებაში, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო ისევ რჩება.

ჩვენ ასევე გვჭირდება, რომ გაეროს სააგენტოები მზად იყვნენ ლტოლვილების პოტენციურ დიდი ნაკადებისთვის მოლდოვაში. მათ უკვე მიიღეს მრავალი ადამიანი, ეს პატარა ქვეყანაა.

ასევე არის საკითხები საქართველოსთან მიმართებით, რომელზე საუბარიც შემიძლია, თუმცა თქვენ სწორი აქცენტი გააკეთეთ. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ქვეყნების მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან. ჩვენ ვნახეთ გარკვეული შემთხვევები მოლდოვაში, დნესტრისპირეთში და ჩვენ ამ გარემოებასაც ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით," - თქვა ენტონი ბლინკენმა.

დღის ამბები