28 აპრილი 2024,   09:04
ვრცლად
ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა - სოფო ჯაფარიძე

"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს-საპატიმროსთან განცხადება სოფო ჯაფარიძემ გააკეთა. მისი თქმით, აქვთ კონტაქტი უცხოურ კლინიკებთან და შესაბამის დოკუმენტებს "ქართულ ოცნებასაც" მიაწვდიან.

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა, იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს შესაძლოა დადგეს ძალიან ცუდი შედეგი. დს, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, გვერდზე უნდა გადავდოთ პოლიტიკაც, ბრძოლაც და შურისძიებაც,"- აცხადებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სოფო ჯაფარიძე.  

დღეს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და კონსილიუმის დასკვნის შესახებ ჰკითხეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, მან ყურადღება ანგარიშის ერთ ფრაზაზე გაამახვილა, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი მას შემდეგ რაც დააკავეს გაუარესდა:

"ერთი საინტერესო ფრაზა იყო ამ დასკვნაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი თურმე გაუარესებულა მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა საქართველოში და ჩაჯდა თავისი ფეხით ციხეში. რა თქმა უნდა, სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ის ვერ უკვეთავს სახელმწიფოს ხარჯზე კვების პროდუქტებს საზღვარგარეთიდან და ბევრი სხვა კუთხითაც. მას ჰქონდა ცხოვრების სხვა ხარისხი ხალხის ხარჯზე და ახლა აქვს სხვა ხარისხი, რაშიც არაფერი განსაკუთრებული არ არის - ამას რომ განიცდის სააკაშვილი, ესეც არის აბსოლუტურად ლოგიკური,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები