27 აპრილი 2024,   22:44
ვრცლად
ოპოზიციამ პრობლემები ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ - პაატა მანჯგალაძე IRI-ის კვლევაზე

IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით დილიდან კეთდება პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დაზიანებული ის ველები, სადაც კვლევები ტარდება, შესაბამისად, ვერ ასახავს იმ რეალობას, რაც არის ქვეყანაში.

გარდა ამისა, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ კვლევის შედეგები უნდა გაითვალისწინოს და პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს.

"პირველ რიგში ჩვენ - ოპოზიციამ პრობლემები ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ და ვაფასებთ. მაგრამ თვითგვემაშიც რომ არ წავიდეთ ძალიან, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში დაზიანებულია ეს ველები, სადაც კვლევა ტარდება. ადამიანები არ არიან გულწრფელები და, შესაბამისად, ვერ ასახავს იმ რეალობას, რაც არის ქვეყანაში. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2012 წლამდეც, როცა ტარდებოდა კვლევები, "ქართული ოცნება" ამბობდა, რომ ველი დაზიანებულია და 20%-ს არ ცდებოდა "ქართული ოცნება", მაგრამ შედეგი იყო აბსოლუტურად განსხვავებული," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

აღნიშნულ კვლევას უნდოლობლობას უცხადებენ "გირჩში".

"ჩვენ რატომ არ გვზომავენ?! - ინდივიდუალურად გაზომილია ისეთი ხალხი, რომელიც არც ჩვენზე რეიტინგულია, არც ჩვენზე ხშირად არის ტელევიზორში. მე ვერ გავიგე პრინციპი, ვის რა კრიტერიუმით ზომავენ. ჩამოთვლილია მთელი პოლიტიკური სპექტრი და არცერთი კაცი არ არის ჩვენი პარტიიდან. 60%-ზე მეტი ამბობს, რომ არ ვიცი, არ გადამიწყვეტიაო, მეტი რა უნდა გააკეთონ იმისთვის რომ მივხვდეთ, ეს კვლევა უბრალოდ არაკვალიფიცირებულია. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო არ ვიცი. ვიცი ზოგადად რომ არასწორად კეთდება, საზოგადოებაში არასწორ ვნებებს აღძრავს," - აღნიშნა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI ახალ კვლევას აქვეყნებს. გამოკითხვა სხვადასხვა სფეროს ეხება - მათ შორის არის პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერა, საჯარო პირების მიმართ ნდობა, ასევე თუ როგორ გაუმკლავდა ხელისუფლება კოვიდის მართვას, საგარეო პოლიტიკას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

დღის ამბები