27 აპრილი 2024,   18:41
ვრცლად
სააკაშვილმა თავი უნდა დაანებოს უაზრო დრამებს, სანამ სისტემამ მისი ანალიზის პასუხები იცის დრამებით ადამიანის განწყობას ვერ შეცვლის - იაგო ხვიჩია

"გირჩის" დეპუტატის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უაზრო დრამებს თავი უნდა დაანებოს, თუ ის ჯანმრთელობის გაუარესების მეთოდით იბრძვის, მაშინ უარი უნდა თქვას ციხეში სამედიცინო დახმარებაზე და ყოველგვარ შემოწმებაზე. 

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელების მდგომარეობის გაურესება ისეთი ფაქტი უნდა იყოს, რასაც "ქართული ოცნება" ვერ უარყოფს. ამაზე სერიოზული ლაპარაკი ამის შემდეგ შეგვიძლია. უკვე იმდენჯერ გავიგონეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ავად, სადღაც გადაიყვანეს, გული შეუწუხდა და იმდენჯერ დაიწერა დასკვნა, რომ ამის უკვე აღარავის სჯერა.

ეს "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის ანალიზებს ყურადღებით აკვირდება. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია სულ აქვს, რითაც შეუძლია, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თავდაჯერებით იმოძრაოს. თუ გვინდა, "ქართულ ოცნებას" ეს თავდაჯერებულობა წავართვათ, მეტად უნდა გაირისკოს, მათ შორის უარი უნდა ეთქვას ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებაზე. ამ შემთხვევაში, "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება მართლა იფიქროს, რომ სააკაშვილი ცუდად არის. მანამ სანამ სისტემამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ანალიზების პასუხები იცის, დრამებით ადამიანების განწყობას ვერ შეცვლის," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

 

დღის ამბები