28 აპრილი 2024,   04:08
ვრცლად
ეს არის ძალაუფლებით გარყვნილი პოლიტიკოსის დაცინვა მის თანამოქალაქეებზე - ბადრი ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს

ირაკლი კობახიძის განცხადებას იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სხვა პოლიტიკური ძალებიც გეგმავდნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციას, პოლიტიკოსები პასუხობენ.

"ეს რუსული, ომის პარტია ომით აშინებს ჩვენს საზოგადოებას მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ისინი უფრო შორსაც მიდიან, უკრაინას სდებენ ბრალს იმაში, რომ ომი თავიდან ვერ აიცილა. ომის დაწყების და რუსეთის აგრესიის პირველი დღიდან გულშემატკივრობენ უკრაინის გაქრობა ევროპული რუკიდან და რუსეთის სამხედრო გამარჯვებას,"- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.

"ლელოსა" და გიორგი გახარიას პარტიებში ბრალდებას და სააკაშვილთან ალიანსს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა. როგორც პოლიტიკურ ძალებში აცხადებენ, ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები გადაიფაროს.

"ეს არის ძალაუფლებით გარყვნილი პოლიტიკოსის დაცინვა მის თანამოქალაქეებზე. პოლიტიკოსის, რომელიც არ იმყოფება მის შესაფერის ადგილზე და შესაბამისად, სარგებლობს მისი უსაზღვრო ძალაუფლებით,"- ამბობს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე. 

დღის ამბები