28 აპრილი 2024,   03:48
ვრცლად
"საქართველოს მხარდამჭერი აქტი" იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კიდევ უფრო გაზრდისთვის - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ "საქართველოს მხარდამჭერი აქტის" დამტკიცება საქართველო-აშშ-ს შორის ორმხრივი და სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.

"ეს არის კიდევ ერთი დასტური ჩვენი ორმხრივი, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობის, რომელიც იქნება ახალი იმპულსი ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაძლიერების და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების. ასევე, მნიშვნელოვანია რომ გაზრდილი რეგიონალური გამოწვევების პარალელურად, აღნიშნული დოკუმენტი იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კიდევ უფრო გაზრდის. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ დოკუმენტში ყველა ის ძირითადი აქცენტი გაკეთებულია, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი," - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

დოკუმენტი ორპარტიულია, ის ადასტურებს შტატების მხარდაჭერას, გმობს რუსეთის ქმედებებს და ვაშინგტონს აძლევს რეკომენდაციებს. კანონპროექტი მოიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ნაწილს და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს ავალებს პარტნიორობის ხუთი წლის სტრატეგია წარადგინოს. ამასთან შტატების ადმინისტრაციას მიმართავს გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა საქართველოს შესაძლებლობები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, უფრო გაძლიერდეს.

მხარდაჭერის აქტში დაგმობილია რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონდარღვევები, ამავე დროს ადამიანის უფლებების დარღვევები. საუბარია საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე.

დღის ამბები