27 აპრილი 2024,   20:39
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მისი საზღვარგარეთ გადაყვანა - რა საკითხები განიხილეს ენმ-ის წევრებმა დიპლომატებთან 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბრის თემა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მისი საზღვარგარეთ გადაყვანა იყო.

ორსაათიან შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც ესწრებოდა. 

"გადასარევად ესმით ეს რისკები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მათთან კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის გონივრული შეთავაზება, რომელიც არა ერთხელ გავაჟღერეთ და რომელზეც მათ შორის ღიად საუბრობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მაგალითად, გახსოვთ ლიეტუვის პარლამენტის განცხადება, იგივე მოწოდებები იყო პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო წარმომადგენლების მხრიდან. ეს არის ერთადერთი გონივრული გამოსავალი, რომელიც იქნება პრეზიდენტი სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა ჰუმანიტარული მიზნებით,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

დღის ამბები