ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის სპიკერ ლენა ბორისლავოვასთან ერთად, უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში იმყოფებოდა. კირილ პეტკოვის თქმით, ბულგარეთი უკრაინის ტრაგედიის მიმართ გულგრილი არ დარჩება და მათი, როგორც დემოკრატიული სამყაროს ნაწილის პოზიცია მტკიცეა.
"ჩვენ ვართ ბოროდიანკაში, უკრაინის ქალაქში, სადაც არ არის სამხედრო ბაზა. რასაც აქ ვხედავთ არის ის, რომ საცხოვრებელ სახლებს რაკეტები ხვდება. თავდასხმას 133 ადამიანი ემსხვერპლა, უმიზეზოდ. ეს უბრალოდ აუხსნელია. სრული საშინელებაა. ვერ ვიტყვით, რომ ეს უკრაინის პრობლემაა, ვერ ვიტყვით, რომ ადამიანები კვდებიან, მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს. ბულგარეთი არ დარჩება გულგრილი ამ ტრაგედიის მიმართ. ჩვენ, როგორც დემოკრატიული სამყაროს, როგორც ევროკავშირის ნაწილს, მტკიცე პოზიცია გვაქვს, რომ უკრაინას გვერდით დავუდგეთ, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ბრძოლა, ეს არის სამოქალაქო არჩევანი, თუ რომელ მხარეს გვინდა ვიყოთ," - აცხადებს პეტკოვი.