16 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
პოდოლიაკი: "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" გამოავლინა, რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვაზე"

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოავლინა, თუ რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვაზე.

პოდოლიაკის განცხადებით, სანქციებზე უარის თქმის მიზეზი, ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნეს-ინტერესებია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოავლინა, თუ რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ, რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციების განხილვაზე. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ოლიგარქ ივანიშვილის გამო. დავით არახამია მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას გვთავაზობს. ყველა პრორუს ოლიგარქს "დე-ოლიგარქიზაცია" ემუქრება,"- წერს პოდოლიაკი  "ტვიტერზე".

დღის ამბები