28 აპრილი 2024,   04:52
ვრცლად
"ომის პარტია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის "ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა" - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" იყო და არის "ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა" - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში, პირად Facebook-ზე დაწერა.

"ომის პარტია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის "ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა"!

ამ დრომდე არ წყდება ჰიბრიდული ომი და შანტაჟის მცდელობები "ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობის" და მათი ლობისტების მხრიდან ერთადერთი მიზნით: საქართველო ჩაერთოს ომში.

მათი ყველა გზა ომში მიდის, ოღონდ საკუთარი სამშობლოს გაწირვის ხარჯზე!

ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ყველა გზა კი მშვიდობის, მშვიდობიანი დეოკუპაციის და განვითარების გზაა!" - წერს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები