28 აპრილი 2024,   01:34
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადასაყვანად მთავრობას დროს ორშაბათამდე აძლევს

"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს. 

ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა გუშინ ციხესთან განაცხადა, რომ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, მთავრობას დროს ორშაბათამდე აძლევენ. პარტიის წევრების თქმით, გარდაუვალი და გამორიცხულია, რომ ექსპრეზიდენტმა ექვსწლიანი სასჯელი მოიხადოს.

"ეს ადამიანი ვერანაირად ვერ იქნება ტყვეობაში, ის იქნება აუცილებლად გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ და რაც არ უნდა იხტიბარს არ იტეხდნენ კობახიძე და სხვები, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხეში 6 წლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს გამორიცხულია,"- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია. 

მიხეილ სააკაშვილის გუნდი დიპლომატებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს. პარალელურად, დაანონსებულია აქციები.

"საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად იყვნენ ჩართულები პრეზიდენტ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით ქვეყნიდან გაყვანის საკითხში, რადგანაც როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს ძალიან კარგად ესმით, რომ პრეზიდენტის ციხეში სიკვდილი კატასტროფას ნიშნავს," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი თინათინ ბოკუჩავა. 

დღის ამბები