28 აპრილი 2024,   01:09
ვრცლად
ომი რომ არ იყოს, გაცილებით მკვახე პასუხებს გავცემდით - სოზარ სუბარი არესტოვიჩი-პოდოლიაკის განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, კრიტიკულად აფასებენ საქართველოს მმართველ პარტიაში.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე მთავარი სპიკერისგან გაკეთებულ განცხადებებს არასერიოზულს და უცნაურს უწოდებს. მისი თქმით, რომ არა უკრაინაში მიმდინარე ომი, საქართველოს ხელისუფლების პასუხი მსგავს ბრალდებაზე გაცილებით მკვახე იქნებოდა:

"მართლაც ძალიან უცნაურია, როდესაც ყოველდღიურად ათეულობით სოფელი და ქალაქი იბომბება უკრაინაში, ასეულობით ადამიანი კვდება, მათ შორის ქალები და ბავშვები და ამ დროს უკრაინის რამდენიმე მთავარი სპიკერი იცლის და საქართველოზე კი არა, უბრალოდ ღლიცინებს ყველაფერზე, სხვას ვერაფერს დავარქმევ. აქედან ჩანს, რომ არც საქართველო არ აწუხებთ, არც მოლდოვა, არც უკრაინა და არც უკრაინელი ხალხის ბედი.

როდესაც მთელმა მსოფლიომ იცის, რომ აბრამოვიჩი არის პუტინთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული ადამიანი, რომელსაც პუტინის ჯიბეს ეძახიან, ამ დროს უკრაინის პრეზიდენტი ეხვეწება იქით აშშ-ის პრეზიდენტს, იქით ევროპელ ლიდერებს, რომ მოუხსენით ამ კაცს სანქციებიო. ამ დროს რამდენიმე სპიკერი გიგაურზე დაყრდნობით ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, ძალიან არასერიოზულია. მართლა ომი რომ არ იყოს, გაცილებით მკვახე პასუხებს გავცემდით," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები