საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა NPR-თან ინტერვიუში, განაცხადა, რომ მაშინ როდესაც მსოფლიო უკრაინას გამარჯვებაში ეხმარება, არ უნდა დაგვავიწყდეს - საქართველო და მოლდოვა.
"მნიშვნელოვანია, რომ იმ დროს როდესაც უკრაინის საკითხს ვუმკლავდებით და უკრაინას გამარჯვებაში ვეხმარებით, არ დავივიწყოთ დანარჩენი ორი ქვეყანა - მოლდოვა და საქართველო,"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.