05 მაისი 2024,   02:34
ვრცლად
ჩემი ფიქრები მაშინვე უკრაინის ქალაქს, მარიუპოლს უკავშირდება, რომელიც ბარბაროსულად დაიბომბა და განადგურდა - რომის პაპი

რომის პაპი მარიუპოლის ფოლადის ქარხანაში ჩარჩენილი ადამიანების ჰუმანიტარული დერეფნებით ევაკუაციის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოვიდა და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მას "ტანჯვა და ტირილი" მოჰგვარა. პონტიფიკოსმა დღეს რუსეთი ირიბად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მარიუპოლი "ბარბაროსულად დაბომბეს და გაანადგურეს".

"მსურს საზოგადოებას მოვუწოდო ილოცონ სიმშვიდისთვის. ჩემი ფიქრები მაშინვე უკრაინის ქალაქს მარიუპოლს უკავშირდება, რომელიც ბარბაროსულად დაიბომბა და განადგურდა. ახლაც, თუნდაც აქედან, ვიმეორებ თხოვნას, მოეწყოს უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნები ქალაქის ფოლადის ქარხანაში ჩარჩენილი ადამიანებისთვის.

ვიტანჯები და ვტირი უკრაინელი მოსახლეობის ტანჯვაზე, განსაკუთრებით ყველაზე სუსტებზე, მოხუცებსა და ბავშვებზე. არის საშინელი ცნობები ბავშვების გაძევებისა და დეპორტაციის შესახებ. გევედრებით, ნუ დანებდებით ძალადობის ლოგიკას. მიჰყევით დიალოგის და მშვიდობის გზას," - განაცხადა რომის პაპმა.

დღის ამბები