04 მაისი 2024,   19:49
ვრცლად
დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ

დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ. დანია და შვედეთი აცხადებენ, რომ რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია.
მომხდარის გამო ორივე ქვეყანამ რუსეთის ელჩები დაიბარა. დანიის თავდაცვის სარდლობის ცნობით, სადაზვერვო თვითმფრინავი დანიის საჰაერო სივრცეში მოკლე დროით იმყოფებოდა და დანიის F-16 თვითმფრინავები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ.

"რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად მიუღებელი და არსებულ ვითარებაში განსაკუთრებით შემაშფოთებელია", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეპ კოფოდმა.

ცნობისათვის, დანია ნატოს წევრია, შვედეთი კი ალიანსში გაწევრიანებას ახლა განიხილავს.

დღის ამბები