15 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
მარიუპოლის საბჭოს ინფორმაციით, ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღეს დილიდან უნდა გაგრძელდეს

უკრაინაში ომის 69-ე დღეა - მარიუპოლის საბჭოს ინფორმაციით, ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღეს, დილიდან უნდა გაგრძელდეს.

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთი არტილერიასა და საჰაერო ძალებს აძლიერებს ზაპოროჟიეში, კრივოი როგსა და მიკოლაევის ტერიტორიებზე.

თავდასხმა იყო ოდესაზე - რუსეთის ძალებმა იერიში ქალაქის ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. სარაკეტო თავდასხმას 15 წლის ბავშვი ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ ერთი მცირეწლოვანი.

დონეცკში თავდასხმების შედეგად კი დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი.

კიევში დაბრუნდა დანიის საელჩო, ხვალ კი უკრაინის დედაქალაქში ისევ გაიხსნება შვედეთის საელჩო.

უკრაინას დამატებით 300 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარებას გაუწევს გაერთიანებული სამეფო.

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკელი და დასავლელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ პუტინმა 9 მაისს შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ ომი ოფიციალურად გამოაცხადოს.

რუსული მედიის ცნობით, ისევ აფეთქებების ხმა ისმის ბელგოროდში.

დღის ამბები