უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა ორი ათეული წელი გაგრძელდეს - ამის შესახებ არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუს დროს განაცხადა. ინტერვიუს ნაწილს უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც არესტოვიჩი ამბობს, ხანგრძლივი ომი სხვა ფორმით გაგრძელდება, საბრძოლო მოქმედებები კი მისი ვარაუდით, ნაკლები იქნება.
"ომი მნიშვნელობით, ცივილიზებული, ეს აუცილებლად საომარ შეტაკებებს არ ნიშნავს. ომი შესაძლოა 42-წლამდეც გახანგრძლივდეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს რა ფორმით გაგრძელდება ის. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ უკრაინა ამასთან ბრძოლის აქტიურ მექანიზმებს სთავაზობს," - ამბობს არესტოვიჩი.
ამასთან, არესტოვიჩმა გაიხსენა მის მიერ მანამდე გაკეთებული პროგნოზები, სადაც ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი 2035 წლამდე გაგრძელდება. ის აცხადებდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარული სამხედრო შეტაკებები "გარანტირებულია".
"ასე იქნება ჩვენთანაც. არ ვიცი საჭირო იქნება თუ არა 5, თუმცა რამდენიმე საომარი შეტაკება 2035 წლისთვის ჩვენ გარანტირებული გვექნება. ეს გულისხმობს, შეტაკებების მიხედვით, ყოველ 2 წელიწადს, შესაძლოა ხუთსაც კი და ყოველი დიდი შეტაკება, ყოველ 7-8 წელიწადში," - ამბობდა არესტოვიჩი.