07 მაისი 2024,   12:07
ვრცლად
აზოვის პოლკის მიმართვა - "გაიყვანეთ სამოქალაქო პირები და დაჭრილი ჯარისკაცები, გადაასვენეთ ცხედრები, რომ უკრაინელები გმირებს გამოემშვიდობონ"

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც სამოქალაქო პირებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაციის საჭიროების შესახებ საუბრობს. 

"მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისკენ და მე პირადად მივმართავ უმაღლეს მთავარსარდალს, იზრუნოს დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც საშინელი ტანჯვით კვდებიან არასათანადო მკურნალობის გამო. მოგვეცით საშუალება მებრძოლების ცხედრები გაიტანონ, რათა უკრაინელებმა შეძლონ თავის გმირებთან გამომშვიდობება.

სათანადოდ უპასუხეთ კრიტიკულ სიტუაციას, რომელშიც მტერი არ იცავს არანაირ ეთიკურ ნორმას, კონვენციას ან კანონს, ანადგურებს ადამიანებს მთელი მსოფლიოს თვალწინ და სარგებლობს დაუსჯელობითა და ყველაფერს დასაშვებად თვლის.

სათანადოდ უპასუხეთ კრიტიკულ სიტუაციას, რომელშიც მტერი არ იცავს რაიმე ეთიკურ ნორმებს, კონვენციებს ან კანონებს, ანადგურებს ადამიანებს მთელი მსოფლიოს თვალწინ, ხელმძღვანელობს ნებაყოფლობითა და დაუსჯელობით!" - აცხადებს მარიუპოლის მცველი.

დღის ამბები