"ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა საქართველოში" - ამ სახელწოდებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, ოფიციალურად გაიხსნა.
პროექტის მიზანია, საქართველოში შესაბამისი ორგანიზაციების დახმარება.
"დღეს, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იწყება, სადაც მთავარი მონაწილე საქართველოს მხრიდან, ჩვენი ცენტრია. ამიტომ, მადლობლები ვართ ევროკავშირის დელეგაციის, რომელიც უკვე მესამე პროექტის განხორციელებას იწყებს ჩვენს ცენტრთან,"- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.