15 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
ბაიდენი ლენდ-ლიზის კანონს უკრაინისთვის ხელს 9 მაისს მოაწერს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ლენდ-ლიზის კანონს ორშაბათს, 9 მაისს მოაწერს ხელს. ამის შესახებ დღეს თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

ვრცლად იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ლენდ-ლიზის კანონი და რითია ის მნიშვნელოვანი უკრაინისთვის:

ლენდ-ლიზი აშშ-ის სახელმწიფოებრივი აქტია, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა მეორე მსოფლიო ომის დროს და რომელმაც, მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის, აღჭურვილობის, საკვების, სამედიცინო აღჭურვილობის და მედიკამენტების, სტრატეგიული ნედლეულის, მათ შორის ნავთობპროდუქტების გადახდის გარეშე გადაცემის შესაძლებლობა გააჩინა.

ლენდ-ლიზის კანონის შესახებ დოკუმენტის ტექსტში საუბარია აშშ-ის პრეზიდენტისთვის ფართო უფლებამოსილების მინიჭებაზე უკრაინისთვის თავდაცვითი საშუალებების გადაცემის ან არენდით გადაბარებისთვის "რუსული სამხედრო შეჭრისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად" და სხვა მიზნებისთვის.

აქტის მიღების შემდეგ თეთრი სახლის ხელმძღვანელი ვალდებულია 60 დღის განმავლობაში პროდუქციის მიწოდების დაჩქარებული პროცედურები განახორციელოს.

ლენდ-ლიზის კანონი  უკრაინისთვის შეიარაღების, ტრანსპორტის, საკვებისა და აშშ-დან სხვა დახმარების უფრო დაჩქარებულად მიწოდების შესაძლებლობას აჩენს.

ასევე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ლენდ-ლიზის კანონი ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ აშშ უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

დღის ამბები