Credit Suisse-თან წარმოებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით დასავლურ პრესაში მორიგი სტატია გამოქვეყნდა. გავლენიანი გამოცემა უკვე მეორედ მწვავედ არიტიკეს შვეიცარიულ ბანკს, Credit Suisse-ს კლიენტებისადმი უპასპუხისმგებლო დამოკიდებულებისა და ქართველ მილიარდერთან წაგებული დავის აღსრულების გამო.
სტატიებში აღნიშნულია, რომ Credit Suisse-ს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ემუქრება ნდობის კლებისა და პოლიტიკური წნეხისთვის.
სტატიაში საუბარია,რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. ის არ და ვერ იქნება რაიმე სახით სანქციების ქვეშ მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების სიაში, ასევე ნათქვამია, რომ ივანიშვილი აგრძელებს ძალისხმევას სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით და აპირებს პრეს-კონფერენციების ორგანიზებას საერთაშორსო მედიის წარმომადგენელთათვის. ამის შესახებ გამოცემასთან ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანმა განაცხადა, რომელიც ამბობს:
"ბატონი ბიძინა ძალიან უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ იმართება მისი აქტივები. პრინციპში, ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც ნდობით აღჭურვილი პირის ქმედებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის მიზანსა და პრინციპებთან. რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ნდობით აღჭურვილი პირის ქმედებები წინააღმდეგობრივია და მას არ გააჩნია ეკონომიკური ლოგიკა და თან საშიშ პრეცედენტს ქმნის. ბენეფიციართა ეს პოზიცია მკაფიოდ იქნა განსაზღვრული 2022 წლის 14 და 29 აპრილით დათარიღებულ წერილებში. არადა ამ უკანასკნელზე პასუხი არასოდეს გაუცია ნდობით აღჭურვილ პირს, რადგან ნათელია, რომ მას არაფრის თქმა აღარ შეუძლია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბანკი თავის ქმედებებს ან ურთიერთობას უკავშირებს საერთაშორისო პოლიტიკას, რასაც პოლიტიკური წნეხის ფორმა ეძლევა ან სხვა ფაქტორებით განიმარტება. კლიენტს თავისი არგუმენტები გააჩნია მოვლენათა ამგვარი განვითარების შესახებ და დეტალებს შესაბამის დროს დააკონკრეტებს. ეს არ უკავშირდება კლიენტსა და ბანკს შორის სასამართლო გარჩევას და არც მის შედეგებს. პროცესის შედეგები ძირითადად ნათელი და პროგნოზირებადია".
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რითაც სრულად კმაყოფილდება მომჩივანთა - მათ შორის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის - სარჩელი. აღსანიშნავია, რომ სინგაპურის სასამართლო დავის შემდეგ თავს 2022 წლის სექტემბერში განიხილავს. ორ სარჩელს შორის არსებული მსგავსების გათვალისწინებით დიდად სავარაუდოა, რომ ივანიშვილის მოთხოვნა სინგაპურის სასამართლოში წარმატებით დაკმაყოფილდება.
სტატიიდან ვიგებთ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი აპირებს მთელი რიგი პრეს-კონფერენციების ორგანიზებას საერთაშირსო მედიის წარმომადგენელთათვის. გამოცემა წერს:
"დეტალურად განიმარტება თუ როგორ ფუნქციონირებს ეს ბანკი კონკრეტულად და შვეიცარიის საბანკო სისტემა ზოგადად, და ის თუ რამდენად დაუცველია ნებისმიერი კლიენტი შვეიცარიის ფინანსურ სექტორში გამოძიებისას. ამასთანავე, დეტალურად იქნება განსაზღვრული რა ტიპის საინვესტიციო პროდუქტების შეთავაზება ხდება კლიენტებისადმი ინვესტიციების მართვის ნაწილში, მათ შორის ნდობით აღჭურვილი ურთიერთობების ფარგლებში, რაც ზღუდავს კლიენტებისა და ბენეფიციართა უფლებებს. იქვე დაკონკრეტდება თუ როგორ შეიძლება ნდობით აღჭურვილ პირთა კეთილი ნება ზღუდავდეს ან აღკვეთდეს წვდომას თანხების ათვისებაზე. შვეიცარიის საბანკო სისტემის მარეგულირებელ ორგანოს არ გააჩნია ქმედითი ინსტრუმენტები შვეიცარიის საბანკო სისტემაში უხეში დარღვევების აღსაკვეთად. შვეიცარიის პროკურატურა ბანკებს იცავს და უძლურია ისინი ანგარიშვალდებულნი ამყოფონ. ამის ნაცვლად მხოლოდ ფიზიკური პირების წინააღმდეგ ხდება ვალდებულებების დაკისრება, რაც „მარტოხელა მგლის“ პრინციპით ხდება. შვეიცარიის სასამართლო სისტემამ ბანკს უბრძანა მოპარულად მიჩნეული თანხების კლიენტისადმი დაბრუნება მხოლოდ მაშინ მოხდეს, როდესაც თანხების ამოღება მოხდებოდა მესამე მხარისგან, თან პროკურატურა უთითებს, რომ თანხები ბანკის მიერ დაბრუნებას ექვემდებარება. ამის მიუხედავად, ბანკს არ დაუბრუნებია მოპარული თანხები და ამას იმით ხსნის, რომ ფული მესამე მხარისგან ჯერ არ ამოუღია, მათ შორის არც კლიენტთან ურთიერთობის გარდაცვლილი მენეჯერისგან", - ვკითხულობთ სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ მედიასთან ყველა შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილი შეეცდება დაამსხვრიოს მითები შვეიცარული საბანკო და სასამართლო სისტემების ვითომდა შეულახავი რეპუტაციის შესახებ. ამ თემებთან დაკავშირებით, ის კონკრეტულად ისაუბრებს ბოლოდროინდელი პოლიტიკური წნეხის შესახებ და იმის თაობაზე, თუ რა დაადგინა მან ბანკისა და ნდობით აღჭურვილი პირის თაობაზე.