16 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
"მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს" - ჯეიმს რიში

ვგმობთ უკანონო არჩევნებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში - წერს სენატორი ჯეიმს რიში საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე. სენატორის თქმით, უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლას და განადგურებასაც ცდილობდა პუტინი.

"სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონიდან ერთ-ერთი. მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები