27 აპრილი 2024,   23:29
ვრცლად
თუ მსოფლიო ცივილიზაციას ისევ აქვს საერთო ღირებულებები, თუ ადამიანებს ძალუძთ განიცადონ სხვების ტკივილი, მოვუწოდებ დახმარებისკენ -  სერგეი ვოლინას მორიგი მიმართვა "აზოვსტალიდან"

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა მორიგ მიმართვას ავრცელებს და მსოფლიოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს მარიუპოლის გარნიზონის გადასარჩენად extraction-ის პროცედურა აამოქმედოს:

"მე საზღვაო ქვეითი ვარ.

სწორედ საზღვაო ქვეითებმა მასწავლეს მე უკრაინის ნამდვილი სიყვარული. გიყვარდეს გაბედულს და სასოწარკვეთილსაც, გიყვარდეს იარაღით ხელში და უდიდესი საფრთხის მომენტებშიც, გიყვარდეს საიმედოდ, მამაცურად და უკომპრომისოდ! და სანამ გული მიცემს, მე ვიგრძნობ წმინდა, უპირობო და დათქმების გარეშე სიყვარულს ჩემი სამშობლოს მიმართ, რადგან მასში არის შვილის სიყვარული დედის მიმართ, ძმის სიყვარული დის მიმართ, მამის სიყვარული შვილის მიმართ! ამ სიყვარულს საზღვარი არ აქვს!!!

საზღვაო ქვეითები ჩემი ოჯახია. ესენი არიან უკრაინის დამცველები, რომლებიც უყოყმანოდ სწირავენ სიცოცხლეს სამშობლოსთვის. საძმო, რომელიც უკანასკნელს თანაბრად გაუზიარებენ ყველას, მზად არიან მხარში ამოუდგნენ და დახმარების ხელი გაუწოდონ. იმიტომ რომ ჩვენ ყველს ერთი გვაქვს - საერთო სიყვარული დედა უკრაინის მიმართ!

ჩვენ ვიბრძვით...

თუ მსოფლიო ცივილიზაციას ისევ აქვს საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანებს ძალუძთ განიცადონ სხვების ტკივილი და ტანჯვა, თუ დახმარების თხოვნა იძულებულებს გახდის იმოქმედონ, მაშინ მე მოვუწოდებ იბრძოლონ მარიუპოლის გარნიზონისთვის! მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, მოვუწოდებ ყველას დახმარებისთვის, რომ ამოქმედდეს extraction-ის პროცედურა უკრაინელი სამხედროებისთვის. საზღვაო ქვეითები - მუდამ ერთგულები!!!" - წერს სერგეი ვოლინა "აზოვსტალიდან".

დღის ამბები