20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
პანდემიის გავლენა პატიმრებსა და პენიტენციური სისტემის პერსონალზე - ომბუდმენის აპარატმა და PFP-მა ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს

სახალხო დამცველის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ "პრევენცია პროგრესისთვის",  ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც პენიტენციურ სისტემაში კოვიდ პანდემიის გავლენას პატიმრების და პერსონალის ჯანმრთელობასა, ასევე სხვა სახის უფლებრივ მდგომარეობაზე ეხებოდა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, კვლევაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ჩათვლით, პატიმართა უფლებრივ მდგომარეობაზე პანდემიის პირობებში მიღებული განსაკუთრებული ზომების ზეგავლენა არის შეფასებული.

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში მდგომარეობა გარკვეული მიმართულებებით გაუმჯობესდა, გარკვეული მიმართულებებით კი გაუარესდა.

დღის ამბები