03 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
შრი-ლანკაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დროს 9 ადამიანი გარდაიცვალა

9 ადამიანი გარდაიცვალა და 200-ზე მეტი დაშავდა შრი-ლანკაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დროს დაპირისპირება მთავრობის მომხრეებსა და დემონსტრანტებს შორის სისხლიან შეტაკებაში გადაიზარდა. ადგილობრივები საკვების, საწვავის დეფიციტისა და გაზრდილი ფასების გამო უკვე რამდენიმე დღეა ანტისამთავრობო პროტესტს მართავენ და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

მომიტინგეებმა 50-ზე მეტი პოლიტიკოსის კერძო საკუთრება დაწვეს. ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულია კომენდანტის საათი, მობილიზებული უშიშროების ძალების უპრეცენდენტო რაოდენობა.

თავდაცვის სამინისტროს კი ჯარისთვის ნაბრძანები აქვს, ესროლონ ყველას, ვინც აზიანებს სახელმწიფო ქონებას ან თავს ესხმის ჩინოვნიკებს.

დღის ამბები