28 აპრილი 2024,   00:56
ვრცლად
კიევში აშშ-ის სენატის დელეგაცია ჩავიდა - ვიზიტის კადრებს ვოლოდიმერ ზელენსკი ავრცელებს

კიევში ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციას რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი მიტჩელ მაკკონელი ხელმძღვანელობს. ვიზიტის კადრები ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.

"სენატის დელეგაციის ვიზიტი კონგრესის ზედა პალატაში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერის მიტჩელ მაკკონელის ხელმძღვანელობით არის უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი შეერთებული შტატების კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მხრიდან.

გმადლობთ თქვენი ლიდერობისთვის, რომელიც გვეხმარება ბრძოლაში არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებებისთვის. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ მას," - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

დღის ამბები