23 აპრილი 2024,   13:40
ვრცლად
"საავადმყოფოში 10 დღე უნდა დარჩენილიყო, მეორე სართულიდან ჩამოხტა და ისევ ბრძოლაში ჩაერთო" - რას აცხადებს დაღუპული ქართველი მებრძოლის ოჯახი

უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებების დროს დაღუპული ქართველი მებრძოლის, 38 წლის რატი შურღაიას ოჯახი და ახლობლები აცხადებენ, რომ დაჭრის შემდეგ, იგი კიევის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მან რამდენიმე დღეში დატოვა კლინიკა და ისევ საომარ მოქმედებებში ჩაერთო.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, რატი შურღაიას მდგომარეობა დამძიმდა, როდესაც მას კანტუზია განუვითარდა.

დაღუპული მებრძოლის მამა ამბობს, რომ შვილთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა ბოლო 3 დღეა მასთან კომუნიკაცია შეწყდა.

"მაღალმა წნევა ჰქონდა, საავადმყოფოში წავიყვანეთ, თუმცა წნევა ვერ დავაგდეთ და დაიღუპაო. 6 საათი წინააღმდეგობას ვუწევდით, უკან დავახევინეთო, მაშინ გვესროლეს დიდი ჭურვიო და აფეთქდნენ ", - განაცხადა რატი შურღაიას მამამ თენგიზ შურღაიამ.

"იზუმთან მიიღო კანტუზია, შემდეგ წაიყვანეს კიევში, საავადმყოფოში, სადაც 5 დღე იყო, 10 დღე უნდა დარჩენილიყო, მეორე სართულიდან ჩამოხტა და ჩაერთო ბრძოლაში," - აცხადებს რატი შურღაიას მეგობარი.

უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

 

 

დღის ამბები