27 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
ომი უკრაინაში გადამწყვეტ, მესამე ფაზაში შევიდა - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყოველდღიურად უკრაინელები იღუპებიან უკრაინის დამოუკიდებლობისთვის და ყოველი უკრაინელი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ დაეხმაროს თავდაცვას იმით, რითაც შეუძლია. 

​"სამწუხაროდ ომი გრძელდება. ის არ დასრულებულა. ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს ბრძოლა და გამარჯვებისკენ სვლა. შესაძლოა ვინმეს განცალკევებულ ქალაქებში ჰგონია, რომ ომი შეიძლება დავიწყებას მიეცეს და ფიქრობს, რომ შეუძლია ამაზე არ იფიქროს, მაგრამ არა. ყოველდღიურად უკრაინელები იღუპებიან ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ყოველი ჩვენგანი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ დაეხმაროს თავდაცვას იმით, რითაც შეუძლია," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინაში ომი გადამწყვეტ, მესამე ფაზაში შევიდა. ყველაზე დაძაბული ვითარება კი მისივე განმარტებით, პოპასნაიაშიბახმუტის მიმართულებითაა, სადაც რუსეთის ჯარი უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში აქტიურად აგზავნის დამატებით ძალებს.

"ომი უკრაინაში გადამწყვეტ, მესამე ფაზაში შევიდა. ყველაზე დაძაბული ვითარება პოპასნაიაშიბახმუტის მიმართულებითაა, სადაც რუსეთის ჯარი უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში აქტიურად აგზავნის დამატებით ძალებს. ისინი სევეროდონეცკზე ალყის შემორტყმასა და ბახმუტისკენ გარღვევას ცდილობენ," - აცხადებს ოლექსეი არესტოვიჩი.

დღის ამბები