25 აპრილი 2024,   15:14
ვრცლად
"არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა" - ზელენსკიმ ის ერთადერთი პირობა დაასახელა, რომლის საფუძველზეც პუტინთან შესახვედრად მზად იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა ის ერთადერთი პირობა დაასახელა, რის საფუძველზეც მზად იქნება პუტინთან შესახვედრად - ზელენსკის განცხადებით, მზად არის აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს  მხოლოდ ერთადერთი საკითხის, ომის შეწყვეტის განსახილველად შეხვდეს.

"შუამავალთან შეხვედრის დიდი სურვილი არ არის და არც უნდა იყოს, არც იქნება. ამიტომ, მე არ განვიხილავ რუსეთის ფედერაციის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა რუსეთის პრეზიდენტისა. ისიც იმ შემთხვევაში, თუ მაგიდაზე იქნება ერთი საკითხი: ომის შეწყვეტა. რაიმე სხვაზე სალაპარაკო არც არაფერია," - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები